ა ხ ა ლ ც ი ხ ე
![]() |
ხედი რაბათის ციხიდან |
IXს. იწყება ქალაქ ახალციხის ისტორია. თუმცა ეს ქალაქიიმდროინდელი ქართულ წყაროებში ამ სახელით არ მოიხსენიება,ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, - მას სხვა სახელი-ლომსიანთაუნდა რქმოდა. "მატიანე ქართლისაის” ცნობით კი, ქალაქი IXს-ში გვარამმამფალს აუშენებია. ახალციხეში 1906 წ-ს აღმოჩენილი მონეტების განძისგადარჩენილი ნაწილიც (ბიზანტიის კეისრის კონსტანტინე VIII-ის 5სოლიდი) მეტყველი მასალაა ამ ქალაქის ისტორიისთვის X-XI ს.ს-ში
მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე.
ძველი სამცხის მთავარი ქალაქი და ათაბაქთა (ჯაყელების)რეზიდენცია, დღეს კი მესხეთის ცენტრი ახალციხე მდ. ფოცხოვისნაპირზე მდებარეობს, ბორჯომის სამხრეთ-დასავლეთით, 52 კმ-ის მანძილზე. ქალაქი გზაჯვარედინზეა. ქედანმიდის გზა ერთი მხრივ ასპინძა-ახალქალაქ-ბოგდანოვკისკენ; მეორე მხრივ-აბასთუმნის, ადაგენისა და ბათუმისკენ(გოდერძის უღელტეხილის გადავლით).
ქალაქს მდინარის ორივე ნაპირი უჭირავს. მარცხენა ნაპირი მთაგორიანია, აქ არის ქალაქის ძველი ნაწილიე.წ. რაბათი და დიდი ციხესიმაგრე, რომელშიც ადრე ახალციხის მფლობელთა სასახლე იყო. მარჯვენა მხარესანაპიროსი ვაკეა-აქ ქალაქის უბნები მხოლოდ XIX ს-ში ჩნდება, მას შემდეგ რაც 1829 წელს ანდრიაპოლში რუსეთსადა თურქეთს შორის ზავი გაფორმდა. სწორედ ამ ზავით ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური, ხერთვისი,ქვაბლიანი, აბასთუმანი და ჭაჭარაქი გამოდის თურქეთის მმართველობის უღლისგან და შემოუერთდა კვლავსაქართველოს.
ქალაქის ორი ნაპირი 1951 წელს აგებული ხიდით უკავშირდება ერთმანეთს.
ახალციხე ძველი ქალაქია. იგი, უკვე, თამარის დროს (XII-XIIIს-ში იხსენიება) XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზექალაქი ჯაყელთა რეზიდენციათ იქცა და მთელი სამცხე საათაბაგოს ცენტრს წარმოადგენდა. ახალციხისაღორძინება იწყება მაშინ, როცა ერთიანი საქართველო დაშლას იწყებს, მისი მეზობელი სახელმწიფოები კიგაძლიერებას. კერძოდ, ქალაქის ცხორებაზე დიდ გავლენას ახდენდა ოსმალთა იმპერია (თურქეთი).
თავისი არსებობის მანძილზე ახლციხეს ბევრი ჭირ-ვარამი გამოუვლია; მიუხედავათ უამრავი თავდასხმისადა რბევისა, ქალაქში მშენებლობა არ ”ჩამკვდარა.” ციხე-სიმაგრისა და ათაბაგთა სასახლის გარდა, აქ ეკლესიები დასავაჭრო დაწესებულები (ქარვასლები) იქმნებოდა. სამწუხაროდ უდიდესი ნაწილი დღეს განადგურებულია.გადარჩა მხოლოდ შედარებით გვიან აგებული, მაგრამ შალიან ძველი თიპის საცხოვრებლები ე.წ. დარბაზები.
პირველად თემურ-ლენგი უტევს ახალციხეს (1393 წელს)... 1486წ. იაყუბ ყაენმა
,,... უბრძანა ლაშქარსა... რათა ჩაუდგეს სამცხეს... მათ იავარჰყვეს ქვეყანა სამცხისა და... მერმე მოადგესციხესა და ქალაქს ახალციხისა... გატეხეს ციხე და დაწვეს ქალაქი...”
1590 წელს ირან-ოსმალეთს შორის ზავი გაფორმდა. მთელი სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს ერგო. სამხრეთსაქართველო დიდი ხნით მოექცა ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში, 1628 წლიდან კი ახალციხის (ჩილდირის)ფაშად გამაჰმადიანებული ათაბეგები ინიშნებიან.
ახლციხეში შემორჩენილია ციხე-სიმაგრე და ნაკვალევი ძველი ქალაქისა. ციხის შიგნით და ნაქალაქარზეცბევრი თურქული კვალია-ფოცხოვისა და მტკვრის შეერთების ადგილიდანდასავლეთით, 14კმ-ის დაშორებით, მდინარის მარცხენა მხარეს გაშენებულიქალაქი, როგორც უკვე ავღნიშნე, ძველი და ახალი ქალაქისაგან შედგება.რაბათისაგან (ძველი ქალაქი) დარჩენილია აბანო და რამოდენიმე შენობისნანგრევები, ხოლო ციხე მაღალ, კლდოვან მასივზე ყოფილა დაშენებული.ციტადელი
მაღლობზე აღმოსავლეთითაა გაშენებული და ქვედა დიდ ეზოსუერთდება დიდი განიერი კიბით, რომელსაც იცავდა შუაზე მდგარინახევარცილინდრული დიდი კოშკი. მის კედლებზე და მიმდებარე გალავანზეგამოყენებულია ”რომელიღაცა” ეკლესიის ფრაგმენტები. მათ შორისგამოირჩევა ჯვარი წარწერით.
ციტადელის გალავანს განიერი ბილიკი აუყვება. იქვე მდგარი კოშკის ბანზე სწორკუთხა განიერიქონგურებია (ასეთივეა ხერთვისის გალავანზეც). ეს ქონგურები თურქულია.
ციხის მაღალი ნაწილის ტერიტორია კედლებითაა დახლართული და მრავალი სხვადასხვა სახის ნაგებობააჩადებული. აქვეა დიდი გვირაბი, რომელიც მდინარის გაღმაც კი მიდიოდა. მეჩეთის ქვემოთ, მთავარიშემოსასვლელი ყოფილა. აქ ორმაგ კედლებს შორის ჭიშკარიც ორმაგია-ეს ჭიშკარიც თათრების აგებულია. როგორც უკვე ავღნიშნე, ახალციხეში, ციხესა და მის შიგნით დარჩენილი ცალკეული ნაგებობათა გარდა, ძველი ძეგლებისმცირედია დარჩენილი. წმ. მარინეს ეკლესია (რაბათში) 1865 წელს ხელმეორედ აშენდა. ძველი შენობებისმოჩუქურთმებული ქვები სენობის კედლებშია ჩატანებული. დანარჩენი ეკლესიები XIX საულუნისაა.
რაბათი განსაკუთრებით საყურადღებოა ძველებური ”დარბაზებით.” დარბაზი ქართული ხალხურისაცხოვრებლის უძველისი ტიპია. თუ გადავხედავთ უცხოურ წერილობით წყაროებს, აღმოვაჩენთ, რომ ჯერ კიდევჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ერთ რომაელ ავტორს აღწერილი აქვს დარბაზული ტიპის მესხური სახლი.დარბაზის დამახასიათებელი ნიშანია ოთახის გადახურვა ე.წ. გვირგვინით ქვემოდან ზემოთკენ პირამიდულადვიწროვდება. (ყოველი ზემო საფეხური ქვემოსთან შედარეით გადმოშვერილია) ხოლო სულ ზევით დატოვებულიაქვს სარკმელი. ქართული დარბაზების ხუროთმოძღვრული დამუშავება, მისი მორთულობა (ხეზე ნაკვეთიჩუქურთმები) ქართველი ხალხის მხატვრულ გემოვნებას მოასწავლებს.
ქალაქის ახალ ნაწილში (ფოცხოვის მარჯვენა ნაპირზე) ყურადღებას იპყრობს ძველებური სახლები (ზოგიას წელზე მეტი ხნისაც იქნება) რომლებიც ერთბაშად გამოირჩევა ბანიანი სახურავებით. ეს სახლები ერთსაღტულიანია, დაბალი, კედლები თავისებური კონსტრუქციისა: კედლის ჩონჩხად ხის დგარები და კოჭებია,ხოლო მათ შუა მანძილი უხეშად გათლილი ქვითაა ამოვსებული.კარნიზი ზოგიერთ სახლს აგურისა აქვს, ხერხულა,ისეთი, როგორც ძალიან გავრცელებული იყო XVI-XVIII საუკუნეებში. სარკმელებში რკინის გისოსებია ჩასმული.
Комментариев нет:
Отправить комментарий